ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრალურ ავტობანზე- ახალციხიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.
გამოძიება 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულიხსმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.