სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ ბათუმში პრემიუმ კლასის შოურუმს – „ლუსონს“ ხსნის. ახალ სივრცეში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალები იქნება წარმოდგენილი.
როგორც „ფორტუნას“ „გორგიაში“ განუმარტეს, „ლუსონი“ მომხმარებლებს 10 000-მდე დასახელების მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ და უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალებს სთავაზობს როგორც ინტერიერისთვის, ისე ექსტერიერისთვის. შოურუმში წარმოდგენილი იქნება ისეთი მწარმოებლების პროდუქცია, როგორებიცაა: Atlass Concorde, Ferro, Kutaya, Huppe, ECA, Imola და სხვა.
„გორგიას“ ინფორმაციით, „ლუსონი“ ბათუმში 11 თებერვალს, 15:00 საათზე იხსნება, პირველი 50 მომხმარებელი კი სპეციალურ საჩუქარს მიიღებს.
„მოხარულები ვართ, რომ რთული ეკონომიკური და პანდემიური სიტუაციის მიუხედავად, პრემიუმ კლასის შოურუმს ვხსნით, რაც მოსახლეობისთვის ახალ სამუშაო ადგილებსა და მეტ კომფორტს ნიშნავს. პანდემიით გამოწვეული სირთულეების პარალელურად „ლუსონის“ გახსნა ბათუმში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვისაც. ჩვენ დავასაქმებთ ადგილობრივ მოსახლეობას და, ამავდროულად, ბათუმელებს პრემიუმ კლასის სარემონტო პროდუქციას შევთავაზებთ,“ – აცხადებენ „გორგიაში“.
ცნობისთვის, „ლუსონის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ბათუმის მერი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.