LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორდონი: ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა – საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, რომელთან ინტერვიუს ჩაწერაც პირდაპირ ციხეში მსურდა

100
гнл

დიმიტრი გორდონი საქართველოში ჩამოსვლის აკრძალვას სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს. გორდონმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ს განუცხადა, რომ საქართველოში გაემგზავრა ორი მიზნით – სააკაშვილთან შესახვედრად და „დმიტრი გორდონის აკადემიის“ გამსვლელი სხდომის ჩასატარებლად.

„რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია“- უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს

“ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის და სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, მე კი მასთან ინტერვიუს ჩაწერა პირდაპირ ციხეში მსურდა.

ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ძალიან ბევრი წელია ვარ“, – აცხადებს გორდონი.

შეგახსენებთ, გუშინ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ის შეუშვეს.

“ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე” – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

დღეს კი, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში თავადაც შეფერხებით შემოვიდა, რადგან მისი სიტყვებით, მესაზღვრეები აეროპორტში 40 წუთის განმავლობაში კითხავდნენ, თუ რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები