LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google Nexus მკვდარია, გამარჯობა Google Pixel

41

Google Nexus-ის კლასი, რომელიც Android სისტემის სისუფთავის, ოპტიმიზაციისა და განახლებების ყველაზე ადრე მიღების გამო, საკმაო პოპულარობით სარგებლობს, როგორც ჩანს, სიცოცხლეს ასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის საავტორო ხაზი შეცვლილი სახელით წარდგება საზოგადოების წინაშე. როგორც გვახსოვს, Nexus-ების სმარტფონები ამერიკული კომპანიისა და სხვადასხვა მწარმოებლების თანამშრომლობით გამოდიოდა. ამჯერად კომპანია დამოუკიდებლად აპირებს სმარტფონების წარმოებას და ძველი სერიული სახელი Google Pixel-ით შეიცვალება. ცნობილი დაანონსებული მოდელები, რომელიც აქამდე Nexus Marlin და Nexus Sailfish-ის სახელით იყო ცნობილი, Pixel Marlin-ისა და Pixel Sailfish-ით გამოჩნდება ბაზარზე.

კოდური სახელები Pixel და Pixel XL მონაცემებითა და დისფლეის რეზოლუციით განსხვავებულ მოდელებს მიენიჭება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები