LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google–მა Apple–თან ერთად შექმნა პროგრამა, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა შეუძლია

122
googleapplenews

Apple-მა და Google–მა საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი წარადგინეს. მათ შექმნეს პროგრამა, რომელიც ხელისუფლებას კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტების მოძიებაში დაეხმარება.

პროექტის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ ახალი ტექნოლოგია კონფიდენციალურობის პრინციპებს არ დაარღვევს და კონტაქტებს სხვადასხვა აპლიკაციებზე დაყრდნობით გამოავლენს.

სისტემის საქმიანობა მთლიანად Bluetooth–ტექნოლოგიაზე იქნება დამყარებული და ერთმანეთთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს თვალს სწორედ ასე მიადევნებს. როდესაც ახალი დაავადებული გამოჩნდება, მასთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს იპოვიან და დააკვირდებიან. საჭიროების შემთხვევაში ინფიცირების წყაროს პოვნაც იქნება შესაძლებელი.

აპლიკაცია სმარტფონის მფლობელის გადაადგილებას დეტალურად ასახავს, როგორც გეოგრაფიულ რეგიონებში, ასევე ერთი ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის შემთხვევაში.

სიახლე დააფიქსირებს ყველა იმ შემთხვევას, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთის გარემოცვაში გარკვეულ დროს დაყოფს. თუკი მომავალში ერთ–ერთს COVID-19–ის დიაგნოზს დაუსვამენ, მეორე გამაფრთხილებელ სიგნალს მიიღებს, რათა თვითიზოლაციაში გადავიდეს და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.

საინტერესოა, რომ ახალი ტექნოლოგიით უკვე 22 სახელმწიფო დაინტერესდა, მათ შორის შტატებიც და სისტემის დატესტვა უახლოეს მომავალში იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები