LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ის ავტომობილები ავტოსაგზაო შემთხვევას სიგნალით მიგვანიშნებს

48

კომპანია Google-მა ტესტური პროტოტიპი შეისწავლა, რომელიც მის მიერაა შექმნილი. ამის შესახებ ყოველთვიურ მოხსენებაში საუბრობს კომპანიის წარმომადგენელი. ავტომობილის შემქმნელებმა ნაბიჯ-ნაბიჯ შეიმუშავეს ხმოვანი ბრძანებები, რომლებიც გამოსაცდელ სტადიაშია. ამ მომენტისთვის, ელექტრონული ავტომობილების ხმოვანი სიგნალების სხვადასხვა ეტაპები მუშავდება.

Google-მა ასევე შეიმუშავა რამდენიმე პროგრამა სიგნალებისთვის. მაგალითად: თუ სიტუაცია არაა ძალიან კრიტიკული, ავტომობილი ავტომატურად რთავს მოკლე სიგნალებს. ასეთი პროგრამა გამოიყენება მაშინ, როცა ნებისმიერი სხვა ავტომობილი პროტოტიპის გზისკენ გადმოუხვევს. გამაფრთხილებელი სიგნალი ელექტრომობილში მჯდომ მგზავრებს სავარაუდო გართულებებისგან იცავს. თუ სიტუაცია დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს, Google-ს ავტომობილი უფრო გრძელ და ხმამაღალ სიგნალს რთავს, რომელიც აფრთხილებს როგორც მგზავრებს, ისე კრიტიკული სიტუაციის შემქმნელ ავტომობილის მძღოლს.

გარდა ამისა, პროტოტიპები გამოსცემს ხმოვან სიგნალებს სხვა ტიპის სარისკო შემთხვევაშიც, როგორებიცაა ველოსიპედების, მოტოციკლეტებისა თუ სკუტერების მიერ შექმნილი ავარიული სიტუაციები. ამ ფუნქციის დანერგვამდე Google-მა დააპატენტა სისტემა, რომელიც მძღოლის რეჟიმებს ცვლის, ავტონომიური რეჟიმიდან – კონტროლირებად მართვაზე ან პირიქით. ასევე წარმოდგენილია ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, რომელიც მხოლოდ ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით აქტიურდება.