2016 წლის I/O-ს კონფერენციაზე, კომპანია Google-მა ახალი მესენჯერები – Allo და Duo დააანონსა. ამერიკული საძიებო სისტემის წინა მესენჯერმა – Hangouts, რომელიც სოციალური ქსელის – Google Plus-ის ნაწილს წარმოადგენდა, მოლოდინები ვერ გაამართლა.
კონფერენციაზე ახალი პროდუქტების წარდგენინას, ამერიკულ კომპანიას ყურადღება არ გაუმახვილებია Hangouts-ის მომავალზე. დღეს კი უკვე ნათელი გახდა, რომ Android-ის პლათფორმას Hangouts-ი ოფიციალურად დატოვებს.
როგორც ცნობილი გახდა, ახალი მესენჯერები Android-ის ოპერაციული სისტემის მე-7 ვერსიაში (Nougat) იქნება სტანდარტულად ჩაშენებული და Google Voice-ისა და SMS-ის მხარდაჭერასაც მიიღებს.
კომპანიის დეველოპერების განცხადებით, Allo და Duo, ძველი Hangouts-ის სტანდარტულ ფუნქციებსაც შეითავსებს.