LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google, Facebook, Microsoft, IBM და Amazon-ი ,,ხელოვნური ინტელექტის’’ პროექტისთვის გაერთიანდნენ

48

2016 წლის დასაწყისში არაერთი Hi-Tech საიტი წერდა  ,,ხელოვნური ინტელექტის’’ პროექტის შესახებ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ცნობილი და გიგანტი კომპანიები ერთი მიზნისთვის – პროექტის სრულყოფისთვის გაერთიანდნენ.

Google, Facebook, Microsoft, Amazon და IBM გაერთიანდნენ ერთი პროექტისთვის, რომლის სახელწოდებაცაა: Partnership on Artificial Intelligence to Benefit People and Society. მთავარი მიზანია რაც შეიძლება მალე მოხდეს ,,ხელოვნური ინტელექტის’’ პროექტში მეტი ადამიანის ჩართვა და მისი სრულყოფა.

გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებს ასევე დაევალებათ მხარდაჭერა და მართვა გარკვეული სეგმენტების. სოციალიზებული პროექტი, ჩართული კომპანიების აზრით, იქნება ყველაზე სწორი გზა, ,,ხელოვნური ინტელექტის’’ წარმოუდგენლად მოკლე დროში სრულყოფისთვის. კომპანიები ასევე ქმნიან სპეციალურ პლათფორმას, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს დისტანციურადაც ჩაერთონ პროექტში.

,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ ,,ხელოვნური ინტელექტი’’ უდიდეს პერსპექტივებს წარმოქმნის. ესაა ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად შექმნილი ტექნოლოგია, რომელიც დაეხმარება კაცობრიობას გადაწყვიტოს გლობალური დონის პრობლემები, როგორებიცაა: კლიმატის ცვალებადობა, კვების პროდუქტების ხარისხი და სხვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები