უპილოტო ავტომობილის, Google Car-ის პროტოტიპმა, რომელსაც უკვე დიდი ხანია სატესტო რეჟიმში, აშშ-ს სხვადასხვა ტიპის გზებზე ცდიან, მიიღო ახალი პროგრამული განახლება, რომლის მეშვეობითაც მას უკვე ველოსიპედისტებისა და ველოსიპედების დანახვა შეუძლია.
გარდა ამისა, პროგრამული განახლების წყალობით, მას შეეძლება ველოსიპედისტების ჟესტიკულაციის აღქმა და მანევრირება კრიტიკულ სიტუაციებში.
ამის შესახებ ვკითხულობთ ამერიკული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რეპორტში, რომელიც Google Car-ის ოფიციალურ საიტზე დაიდო.
Google Car-ი 360 გრადუსიანი ხედვის წყალობით ველოსიპედების გარდა მსგავს ბორბლიან მოწყობილობებსაც ამჩნევს. ავტომობილს შეუძლია ერთბორბლიან ველოსიპედებზეც კი მოახდინოს რეაგირება. კომპანიის განცხადებით, Google-ის ავტომობილი ველოსიპედისტებზე უფრო სწრაფად ორიენტირდება ვიდრე ავტომობილებზე.
ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ავტომობილს შეუძლია ველოსიპედისტის ნებისმიერი ქცევა შორიდანვე დააფიქსიროს და ნულოვანი საფრთხე შეუქმნას ველოსიპედისტს, თუნდაც რეალურად, არასწორედ ახდენდეს მანევრირებას.
გარდა ამისა, უპილოტო ავტომობილი მაშინაც კი რეაგირებს, როცა პარკირებისას, ავტომობილის მფლობელი კარის გაღებას ცდილობს. ის ამჩნევს ველოსიპედისტის მოძრაობას და თუ ველოსიპედისტის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია დისტანცია, სხვა მანქანასთან ,,ორბორბლიანის’’ შეჯახების რისკს, კარის არ-გაღებით და ადგილის დათმობით ანხორციელებს.