გონიოში, გეგმური წვრთნების დროს დაღუპული ჯარისკაცის, იაგო შარაძის დედამ, ელენე შარაძემ შიმშილობა დაიწყო.
ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაკარგულების ძებნა განაგრძონ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს.
იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ დაკარგულთა ოჯახები აქციებს დაიწყებენ.
„მე დღეიდან, იაგო შარაძის დედა, უვადო შიმშილობას ვაცხადებ, სანამ მე შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თქვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ წინ თავი დავიხრჩო,“ – განაცხადა იაგო შარაძის დედამ ელენე შარაძემ.