ბათუმის მერიის ინფორმაციით, გონიო-კვარიათის სანაპიროზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების დემონტაჟი განხორციელდება.
„გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეების გაფრთხილება დაიწყო. თვითნებურად ჩადგმული ობიექტების დემონტაჟი 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მოახდენენ მათ დაშლასა და გატანას”,- აცხადებენ ბათუმის მერიაში.