LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური: ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია

250
BeFunky-collage (2)

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზი გაუგებარია.

„არ მინდა ასეთ თემებში შევიდე. სამწუხაროდ, აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელორუსიში დატოვეს, ესეც გაუგებარია ჩემთვის.

ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ. მან თქვა, რომ ამორალური ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში არ ჯდება. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ეხმარება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქოს უკრაინელ მეგობრებს მძიმე დღეები და წუთები.

თბილისში უკრაინელებისთვის ტრანსპორტი, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები უფასო იქნება

„პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიგზავნა დახმარება უკრაინაში. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებული, რამდენიმე წლის წინ ომი იყო საქართველოში, დავკარგეთ ტერიტორიები.

დღეს რუსული ჯარები დგას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვაქვს დიდი დახმარების შესაძლებლობა, როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას. ჩვენ მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ უკრაინას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, მსოფლიო ლიდერმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი უკრაინაში.

„ძალიან რთული ვითარებაა უკრაინაში, სამწუხაროდ, დღითიდღე დამძიმდა. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. თითქმის ორი კვირაა, რაც სარდაფებშია ჩასული მოსახლეობა და არ აქვთ წყალი, დენი, აქვთ საკვების პრობლემები. ეს ომი, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და მსოფლიო ლიდერებმა, ლიდერმა ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთონ, რომ ომი შეჩერდეს, აღარ იყოს მსხვერპლი. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მძიმე დღეები და წუთები“, – განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, გომელაური მიიჩნევს, რომ ეს შეკითხვა საერთოდ არ უნდა დაისვას.

„ამას რა კითხვა უნდა, თვითონ აღიარებენ, ჩვენ შევედით და დავიწყეთ ოპერაცია, ოპერაცია დაარქვეს, მაგრამ ომია ხომ…  რა კითხვაა, უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, ხედავენ“, – განაცხადა გომელაურმა.