LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლდი ჰოუნისა და კურტ რასელის 34 წლიანი რომანტიკა გრძელდება

1032

გოლდი ჰოუნისა და კურტ რასელის წყვილი უდაოდ სამაგალითოა ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული ოჯახების ისტორიაში. მეუღლეებმა ერთმანეთი 1983 წელს გაიცნეს და მას შემდეგ განუყრელები არიან. ისინი ბოლო დროს იშვიათად ჩნდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე მათ ვეღარ ვხედავთ ახალ კინოპროქტებში, თუმცა ახალმა ფოტოებმა დაგვარწმუნა, რომ მათ სიყვრულს არაფერი ემუქრება. 72 წლის ჰოუნი და 66 წლის რასელი პაპარაცებმა ბრენტვუდში ველოსიპედებით სეირნობისას დააფიქსირეს. სპორტულ ფორმაში გამოწყობილი მსახიობები აქტიურად მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ასაკის მიუხედავად, არაჩვეულებრივად გამოიყურებიან.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 1983 წელს, გადასაღებ მოედანზე გაიცნო. გოლდი ჰოუნს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, 41 წლის ოლივერი და 38 წლის ქეით ჰადსონი. საერთო ქორწინებიდან კი, 31 წლის უაით რასელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები