მაკა ზამბახიძე: „ოქროს ტალღა“ მომღერლების შრომას აფასებს!..“

11 ივნისს, „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიალს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წარმოგიდგენთ. მისი სპეციალური სტუმარი მარკ მარტელია, რომელიც „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს. ქართველ შემსრულებლებს კი 15 კატეგორიაში დააჯილდოვებენ.

მაკა ზამბახიძე „ოქროს ტალღაზე“ წელს ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში არის წარდგენილი, წლის მომღერალი ქალი შემსრულებლის კატეგორიაში, რასაც არ ელოდა.

მაკა ზამბახიძე:

ამ ნომინაციაში ჩემთან ერთად ლელა წურწუმია და სოფო გელოვანი არის წარდგენილები. ძალიან მიხარია მათთან ერთად ნომინაციაში ყოფნა. პირველად ვარ ნომინირებული „ოქროს ტალღაზე“ და ძალიან მიხარია.

ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. მთავარია, რომ ამ წლის შრომა დაფასდა. დიდი მადლობა მანუჩარ მანჯავიძეს, რომელმაც მოგვცა უფლება, „შენთან ვიქნები“ „ნონ სტოპთან“ ერთად გაგვეკეთებინა. ძალიან მაგარი გუნდი გვყავს. ჩვენი პროდიუსერი არის მამულიჩა.

„ოქროს ტალღა“, თავიდანვე როცა დაიწყო, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის, ხელოვანებისთვის. მომღერალს აქვს მოტივაცია, წლიდან წლამდე სიახლეები შესთავაზოს მსმენელს. რომ არ დაფასდეს მისი შრომა, გამორიცხულია და „ოქროს ტალღა“ გაძლევს ამის საშუალებას.

ვემზადები ცერემონიისთვის განსაკუთრებულად და ძალიან მინდა, კარგად გამოვიყურებოდე. მიხარია ისიც, რომ მარკ მარტელის კონცერტს დავესწრებით. „ოქროს ტალღას“ დიდ წარმატებას ვუსურვებ.

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.