გიორგი სუხიტაშვილი წლევანდელ „ოქროს ტალღაზე“, არც მეტი, არც ნაკლები, 4 სიმღერითაა წარდგენილი. შემსრულებლის ნამუშევრების მოსასმენად და ხმის მისაცემად შეგიძლიათ ესტუმროთ „ოქროს ტალღის“ ოფიციალურ საიტს, goldenwave.ge.
მომღერალი გვესაუბრა იმის შესახებ, რას ფიქრობს „ოქროს ტალღის“ თაობაზე.
გიორგი სუხიტაშვილი:
ზოგადად, ქვეყანაში ნებისმიერი ხარისხიანი კონკურსი აუცილებელია. განსაკუთრებით მუსიკალური კუთხით, ჩვენი სფეროსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კომპოზიტორებმა, ტექსტის ავტორებმა, არანჟირებების ავტორებმა, მომღერლებმა მიიღეს დამატებითი სტიმული, შექმნან რაღაც ახალი და საინტერესო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნამდვილად არის დამატებითი სტიმული.
წელს „ოქროს ტალღაზე“ წარდგენილი ვარ ოთხი სიმღერით. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. მაქვს დადებითი მოლოდინები და ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩემს სიმღერას წარმატება ექნება.
„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.