საერთაშორისო ბრენდის სასტუმრომ Golden Tulip Design Tbilisi ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მე-8 ცერემონიაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
საერთაშორისო ქსელის სასტუმროს საუკეთესო გენერალური მენეჯერის ტიტული დაიმსახურა ელენე ოთარაშვილმა, ხოლო წლის საუკეთესო ბარის წოდება მიიღო TITA რესტორანმა.
სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi ელენე ოთარაშვილის ხელმძღვანელობით, 2022 წლის სექტემბერში გაიხსნა და მალევე იქცა ქალაქში პოპულარულ, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილად.
ელენე ოთარაშვილი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ტურიზმის ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, როგორიცაა Chateau Mukhrani, Tsinandali Estate A Radisson Collection Hotel, Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi, Vazisubani Estate. იგი ასევე გახლავთ „საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი.
„ეს აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელმა გუნდმა უზომოდ დიდი შრომა და ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის წარმატებაში. შევქმენით ახალი, განსხვავებული და ინოვაციური პროდუქტი ქართული სტუმარმასპინძლობის ბაზარზე. უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, ქალაქში ყველაზე ხმაურიანი და ენერგიული ღონისძიებებით, საუკეთესო გასტრო გამოცდილებით და უნიკალური კონცეფციის მქონე ბარით ჩვენ ვქმნით ადამიანთა ბედნიერებას“, – აღნიშნა ელენე ოთარაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება – Welcome to Georgia ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში.
პროექტის მხარდამჭერები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად, ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობდა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე. ხოლო მეორე ეტაპზე, ნომინანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, პროცესს დამოუკიდებელი აუდიტორი „BDO საქართველო“ აკვირდებოდა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ 350 მონაწილიდან, 23 ნომინაციაში. ღონისძიებას ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Golden Tulip მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის – Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდია, რომელიც ინდუსტრიაში ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზეა ორიენტირებული. ამჟამად ეს მზარდი ჯგუფი 54 ქვეყანაში 1 600 სასტუმროს მართავს. სასტუმროში 77 თანამედროვე დიზაინის ოთახია და მოიცავს ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. Golden Tulip Design Tbilisi განსხვავებული კონცეფციის სამ რესტორანს და ორ საკონფერენციო სივრცეს აერთიანებს.
პროექტი განახორციელა საინვესტიციო კომპანია Block Group-მა, მისი მმართველი პარტნიორის თორნიკე ჯანაშვილის ხელმძღვანელობით. Block Group აქტიურად შემოვიდა სტუმარმასპინძლობის ბიზნესში და ამ მიმართულებით კიდევ ორ მსხვილ პროექტს ამზადებს.
(R)