LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლდენ სტეიტი თეთრ სახლში არ მივა: მეომრებმა ტრამპზე უარი თქვეს

20

ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი ტრადიცია არსებობს: მთავარ სპორტულ ლიგებში გამარჯვებულ გუნდებს თეთრ სახლში პრეზიდენტი ხვდება. თუმცა როგორც ჩანს გამონბაკლისი ყოველთვის და ყველაფერში არსებობს.

წელს დონალდ ტრამპისა და NBA-ის ახალგამომცხვარი ჩემპიონის „გოლდენ სტეიტის” შეხვედრა არ შედგება. „მეომრებმა“ შიდა ანონიმური წილისყრა ჩაატარეს და გაირკვა, რომ კალათბურთელების უმრავლესობა დონალდ ტრამპთან შეხვედრის წინააღმდეგია.

ცნობისათვის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს და შემდეგ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგაც „გოლდენ სტეიტის” წევრებნა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი არა ერთხელ გააკრიტიკეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები