LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგონებო ჩაიცვით მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სხეულზე მომდგარი ტანისამოსი“ – ალექსანდრა პაიჭაძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

874
page

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ მოდელი და ტელეწამყვანი, ალექსანდრა პაიჭაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ პირად ცხოვრებაზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრა. 

წამყვავნის მიერ დასმულ შეკითხავზე, თუ რა ხდება მის პირად ცხოვრებაში მოდელმა უპასუხა, რომ ის ახლა საოცრად ბედნიერად და მშვიდად გრძნობს თავს და სწორედ ისეთი ურთიერთობა აქვს, როგორზეც მუდამ ოცნებობდა.

„ძლიერ მამაკაცს ეამაყება, როცა გვერდით ლამაზი და შემდგარი ქალი უდგას და არასდროს ეჭვიანობს“ – ალექსანდრა პაიჭაძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

„ცხოვრებაში სამი ძირითადი ურთიერთობა მქონდა, გრძელდებოდა თითოეული 3 წელზე მეტი. თითოეული ურთიერთობის მადლობელი ვარ. ჩემს შეცდომებზე ვისწავლე. კარგმა ქალმა საკუთარი თავის ფასი იცის, სამყაროსგან ბონუსია, როდესაც შენს ცხოვრებაში მამაკაცი შემოდის და გეხმარება მეტს მიაღწიო. ქალებს ძირითადად გვინდა ვიგრძნოთ, რომ ძლიერი ადამიანი გვიდგას გვერდით. შემდგარ, ძლიერ მამაკაცს ეამაყება, როცა გვერდით ლამაზი და შემდგარი ქალი უდგას და არასდროს ეჭვიანობს. ჯანსაღი ამბიცია და სექსუალური ენერგეტიკა გვაცოცხლებს“.

ვარსკვლავმა ტელე-შოუზე „ქალები“ ისაუბრა და გოგონებს თამამი ნაბიჯებისკენ მოუწოდა.

„სცენარი საერთოდ არ გვაქვს, მივყვებით იმპროვიზაციას, გაგვიკეთებია ისეთი რაღაცები, რასაც ვერ ვიტყვი პირდაპირ ეთერში. მე მინდა წარმოვაჩინო ქალი, რომელსაც სულ ცოტა ფეხზე ჰკიდია სხვისი აზრი. გოგონებო ჩაიცვით მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი,  ჩაიცვით სხეულზე მომდგარი ტანისამოსი“, – აცხადებს ალექსანდრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები