LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონამ 100 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, რათა ბარბის დამსგავსებოდა

39

ბრაზილიელმა გოგონამ 100 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, რათა ბარბის დამსგავსებოდა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, სან-პაულუში მცხოვრებმა ჯენიფერ პამპლონამ ბავშვობის ოცნების ასახდენად ათობით პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და საყვარელ თოჯინას მაქსიმალურად დაემსგავსა.

როგორც ჯენიფერი აღნიშნავს, ეს ყველაფერი მისი გარდაცვლილი ბოიფრენდის დამსახურებაა, რადგან ის პლასტიკის დიდი მოყვარული იყო და ოპერაციის გაკეთებისკენ საყვარელ ქალსაც მოუწოდებდა. 24 წლის პამპლონამაც გაიზარდა მკერდი, გაიკეთა საჯდომი, შეისწორა ცხვირი, ლოყები, ტუჩები, დაიწვრილა წელი და შედეგად, ის საკუთარმა მშობლებმაც ვერ იცნეს. თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ბრაზილიელი გაჩერებას მომავალშიც არ აპირებს და სულ მალე კიდევ ერთ ოპერაციას გაიკეთებს.

https://www.instagram.com/p/BInYCpYB49m/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები