გოგონა, რომელმაც მეგობრებთან ერთად დედა მოკლა, მამის მოკვლასაც გეგმავდა, ამის შესახებ “ფორტუნასთან” ოჯახის მეზობლები ჰყვებიან.
მათი ინფორმაციით, მამის მოკვლის სურვილის შესახებ ირმა ყ.-მ გამომძიებლებს თავად უამბო.
მეზობლები ამბობენ, რომ დედის მკვლელობას გოგონა არ ნანობს და აცხადებს,რომ ეს „სიამოვნებით გააკეთა“.
ამასთან, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გლდანში, სადაც ლუბა ყ.-ს დამწვარი სხეული იპოვეს, ირმა ყ.-მ მამის ქურთუკიც დატოვა, რათა მკვლელობა მამას დაბრალებოდა.
მეზობლების ინფორმაციითვე, გუშინ სამართალდამცველებს, გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, დედის მკვლელობაში ბრალდებული გოგონა სახლში ჰყავდათ მიყვანილი.
გუშინ შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა, უწყებამ დაადასტურა, რომ მკვლელობა რიტუალური იყო და საქმეზე 5 ახალგაზრდა დააკავეს, სამი – დანაშაულის ჩადენისთვის, ორი კი დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის.