LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა კანიე უესტის კლიპიდან – ყველაფერი ჰოლივუდის ახალი სექს-სიმბოლოს შესახებ

369

გოგონა კანიე უესტის ახალი კლიპიდან „Fade“, ვიდეოს გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა – მისი ქორეოგრაფიით კი ყველაზე კრიტიკული პროფესიონალებიც აღფრთოვანდნენ. აკრობატიკა, ტვერკი, კლასიკური თანამედროვე ცეკვა – მის სხეულზე ბოლო პერიოდში ყველაზე მეტს საუბრობენ. პარადოქსი კი ის არის, რომ ის თითქმის 4 წუთი სტრინგსა და სპორტულ ბიუსჰალტერში ცეკვავს და მისი ყურება მოსაბეზრებელი არ ხდება.

დღესდღეობით ყველაზე პოპულარული კითხვაა – ვინ არის გოგონა კანიე უესტის ახალი კლიპიდან სახელად ტეიანა ტეილორი?

ტეიანა 25 წლის წინ ნიუ-იორკის ყველაზე კრიმინალურ უბანში, ჰარლემში დაიბადა.  მისი პირველი ყველაზე ღირებული ნამუშევარი 2006 წელს, ფარელ უილიამსის ლეიბლთან კონტრაქტს წარმოადგენს, 2007 წელს კი ის ჯეი-ზის კლიპში „Blue Magic“ გამოჩნდა, თუმცა მსოფლიო პოპულარობა მან უესტის კლიპით მოიპოვა. ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას, როგორ ინარჩუნებს ასეთ ფორმებს, ის ბანალურად პასუხობს, რომ ცეკვის გარდა არანაირი ფიზიკური აქტივობა არ გააჩნია.

ტეიანა დიეტებს არ აღიარებს – მისი მადის შესაძლოა კაცსაც შეშურდეს, გოგონა თავს არაფერში იზღუდავს. რელიეფურ ფორმებს კი, რომლებიც კარგად ჩანს ვიდეოში, ის დამატებით კალორიებს უმადლის. გოგონას ცნობილი ფრაზა, რომ ბოსტნეულზე ალერგია აქვს, უკვე ციტატებად დადის – ასე ახსნა მოცეკვავემ, რატომ არის მის ყოველდღიურ რაციონში ჩიფსები, ღვეზელები და შოკოლადი.

ტეიანა ტეილორიოს მეუღლე NBA-ს კალათბურთელი, იმან შამპერტია. წყვილი ქლაიშვილს ზრდის.

https://www.instagram.com/p/BLt2idmhm39/

https://www.instagram.com/p/BK1UK5LDFBR/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები