ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსგადატანილი ადამიანებისთვის „მწვანე პასპორტს“ 6 თვიდან 12 თვემდე უნდა ჰქონდეს ვალიდურობა, შემდეგ კი უნდა გადაიხედოს.
მისი თქმით, თუ კორონავირუსგადატანილი პაციენტებისთვის „მწვანე პასპორტი“ მუდმივი იქნება, ისინი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აღარ აიცრებიან, რაც ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო შეამცირებს.
ივანე ჩხაიძე: კარგი იქნება თუ სამგზავრო მატარებელში ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი ამოქმედდება
თუმცა, ამის განხორციელებას ქალაქის შიდა ტრანსპოტზე ვერ ვიტყვით,- აცხადებს ივანე ჩხაიძე.
„მწვანე პასპორტები“ ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია და ეპიდსიტუაციაზე კარგად უნდა აისახოს, თუმცა როგორც ექიმს მაქვს კითხვა, რომელზე პასუხიც ბოლომდე ჯერჯერობით არ მაქვს.
როგორც ვიცით, დაავადების გადატანის შემდეგ არ ყალიბდება სრულფასოვანი იმუნიტეტი, ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებში აღნიშნულია, რომ ვირუსის გადატანიდან 16-17 თვის შემდეგ იმუნიტეტი და ანტისხეულების რაოდენობა შესაძლოა, მკვეთრად დაქვეითდეს და რეინფექციის რისკები გაიზარდოს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე პასპორტს“ ჰქონდეს ვალიდურობა და კორონავირუსის გადატანიდან 6 თვიდან 12 თვემდე ჰქონდეს ადამიანს „მწვანე პასპორტი“, სხვა შემთხვევაში შეიძლება ამას უკურეაქცია მოყვეს და ხელი შევუშალოთ ვაქცინაციის პროცესსაც.
პროტოკოლით მოცემულია, რომ ვირუსის გადატანიდან, 6 თვის შემდეგ ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი ჩვენ მას მივცემთ მუდმივ „მწვანე პასპორტს“ იფიქრებს, რომ რადგან მწვანე პასპორტი აქვს, დაინფიცირების რისკს აღარ წარმოადგენს, არც სხვა ადამიანებისთვის არის საშიში და ამიტომ აღარ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია.
ჩემი აზრით, „მწვანე პასპორტს“ კორონავირუსის გადატანიდან 6 თვიდან 12 თვემდე უნდა ჰქონდეს ვალიდურობა, შემდეგ კი უნდა გადაიხედოს“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის კუთხით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ამაზე მიუთითებს ბოლო 2-3 კვირის მონაცემები.
„ეს ეპიდსიტუაცია მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არის ძალიან დაბალი. ისეთ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ასეთი ცუდი და ნელი ტემპით მიმდინარეობს, ხშირია ხოლმე ეპიდსიტუაციის გაუარესება, რასაც მოჰყვება მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტლების გადავსება და იზრდება გარდაცვალების მაჩვენებელიც.
როდესაც ეპიდსიტუცია უარესდება, 2-3 კვირაში ამას მოჰყვება სიკვდილიანობის ზრდა. ამიტომ, თუ ჩვენ არ მივაღწევთ სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ყოველთვის გვექნება მსგავსი პრობლემები, როგორიც არის გადავსებული საავადმყოფოები, ბევრი მძიმე პაციენტი და შესაბამისად, გაზრდილი სიკვდილიანობა. ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიან პერსპექტივაში ეპიდსიტუაციას სტაბილიზაციის არის ვაქცინაცია და ამის კარგი მაგალითებიც გვაქვს სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყნებშიც ფიქსირდება ეპიდსიტუაციის გაუარესება, მაგრამ ამას არ მოჰყვება სიკვდილიანობის ზრდა.
მწვანე პასპორტები და საპენსიო დანამატი – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ
უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ გვინდა გრძელვადიან პერსპექტივაში ეპიდსიტუაცია დავასტაბილუროთ და დავამარცხოთ კორონავირუსული პანდემია აქტიურად უნდა ჩავატაროთ ვაქცინაცია“, – განაცხადა გოგინავამ დღეს მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
12-დან 15-წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და „ფაიზერის“ დოზით აიცრან – გაბუნია