LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაიამ მერიას ცერცვი შეაყარა

119
FORTUNA.GE- (6)

გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად, ქუთაისის მერიასთან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაწვა.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება. წულაიას თქმითვე, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.

გოგი წულაიამ ისიც აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი მან გასულ წელსაც დაწვა, თუმცა მერიამ ეს არ გაითვალისწინა. სწორედ ამიტომ, მან ამჯერად მერიას, სიმბოლურად ცერცვი შეაყარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები