ცნობილი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს. დილიდან ქაშვეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გოგი ქავთარაძის ხსოვნას პატივი მიაგო ბიძინა ივანიშვილმა, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა.
გოგი ქავთარაძე 80წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. გოგი ქავთარაძე საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი