LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი გვახარია: „ნაძირალა რუს ჟურნალისტს ელარჯით უმასპინძლდება ახალგაზრდა ქართველი კაცი…“

103
gogigvaxaria2131

კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და წერს:

„1989 წლის აპრილის დღეებში ემზარ ჯგერენაია  ჯოხს ურტყამდა რუსულ ტანკს სიმწრით, რადგან მეტს ვერაფერს იზამდა. ვიღაცები ქილიკობდნენ. უჰ, მაგასაც ტანკი არ დაემტვრია ჯოხითო.

რატომ ურტყამდა ჯოხს? ამას ეს ხალხი ვერასდროს გაიგებს.

2021 წლის ელ აპრილს, ამდენი წლის შემდეგ, ნაძირალა რუს ჟურნალისტს, რომელიც პროვოკაციას აწყობს და პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დროს, ფეხებზე იკიდებს დამოუკიდებელი ქვეყნის კანონებს, გემრიელად ვახშმობს თბილისში… ელარჯით უმასპინძლდება ახალგაზრდა ქართველი კაცი. მორჩილი მიმტანი, რომელიც ასევე ვერასდროს გაიგებს, რატომ ურტყამდა  ტანკს  ემზარი ჯოხს.  ვერც ეს ახალგაზრდა კაცი, მით უმეტეს, ვერც მისი პატრონი და მით უმეტეს, ვერც მისი პატრონის პატრონი.

ეს შემზარავი კადრი იყო.

ვიცინეთ, ვიშაყირეთ, მაგრამ ეს კადრი დარჩება – ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ჩამოვარდნილი პირბადით, რომელიც ელარჯს აჭმევს დამპყრობელს:(“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები