LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი გვახარია: „ამ კორონამ ერთი კარგი საქმე გააკეთა – ქართველთა განსაკუთრებულობის, “წილხვედრობის” მითი დაანგრია…“

247
gogi gvaxaria

კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ რა კარგი საქმე გააკეთა საქართველოში კორონავირუსმა.

გთავაზობთ მის პოსტს ამ თემაზე:

„ბაბუაჩემმა გოგიმ იცოდა, ყველა გაჭირვებაში ხეირი უნდა ნახო და გადალახავო:)

ამ კორონამ ერთი კარგი საქმე გააკეთა – ქართველთა განსაკუთრებულობის, “წილხვედრობის” მითი დაანგრია. თანაც, სასტიკად. რა გაგვიკეთა იცით? დაახლოებით ის, რაც ნაცებმა გაუკეთეს შალვა რამიშვილს და მის დამცველებს. გახსოვთ როგორ დაიჭირეს? დაიჭირეს და ხალხს აცალეს პროტესტი გამოეხატა, ეყვირა, ეჩხუბა და მხოლოდ ამის შემდეგ აჩვენეს ჩანაწერი, მტკიცებულება. ეუხერხულათ ვიღაცებს, შერცხვათ… მერე რა ქნეს, გახსოვთ?  ციხიდან რომ გამოვიდა და პოპულარული იყო (ლამის გმირი იყო), სამსახური შესთავაზეს “ნადეჟდაში”, ისიც დათანხმდა (ცოლ-შვილი უნდა ერჩინა) და ასე “გააფუჭეს”, რადგან სულ ცოტა ხანში გამოუშვეს იქიდან (ამიტომ არ მიკვირს, ნაცები რომ ეჯავრება).

მაგრამ კორონას დავუბრუნდეთ. უბრალოდ, მასხრად აგვიგდო. გვაცალა მეტიჩრობა. “შეხედეთ, რა ხდება ჩვენს რეგიონში” – იმეორებდა მთავრობა და კეკლუცობდა წარმატებებით. “საწყალი სომხები”, “დავეხმაროთ-არ დავეხმაროთ”, “მაგაში მაინც გვაჯობეს” – ეს თუ გახსოვთ? გადახედეთ აპრილ-მაისის „ფეისბუქს“. ეს გუშინდელი დღეა!

მაგრამ ქართველი მაინც ვერ სწავლობს ჭკუას. “რა დამამცირებელია სომხებთან წაგება”, ამეებზე არ ფიქრობს, არ უნდა გაიხსენოს თავისი ტრიპაჩობა და მატრაკვეცობა, რომელიც კორონას ეპოქაში გაათმაგა ხელისუფლებამ, ტიკინაძემ (ასე მოვიხსენიებ), ეკლესიამ… ყოველმა ჩვენგანმა.

არ გვინდა გავიხსენოთ, რეებს ვბოდავდით გაზაფხულზე.

კლდიაშვილის დაბადების დღეც ავღნიშნოთ ხოლმე „ფეისბუქზე“. ყველაზე ზუსტად დახატა სტატისტიკური ქართველის პორტრეტი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები