LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგებაშვილის საფლავი დაზიანებულია და ნეშტი გაბნეულია? – რა პასუხი აქვთ მერიაში სუს-ის სავარაუდო ფაილებზე

247
gogebashvilis

სავარაუდოდ, სუს-თან დაკავშირებული ფარული მოსმენა-მიყურადების ამსახველი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ, შესაძლოა, დაზიანებული იყოს იაკობ გოგებაშვილის საფლავი, ხოლო მისი ნეშტი გაბნეული.

აღნიშნული ფაილი 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება.

მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის პანთეონში ჩატარდა სადრენაჟო სამუშაოები, რა დროსაც დაზიანდა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, მისი ცხედრის ნაწილები კი გაიბნა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთიძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დავალებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალვას”, – ვკითხულობთ ჩანაწერებში.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ მერიის პრესსამსახურს ესაუბრა.

მერიის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ ორი წლის წინ პანთეონში სადრენაჟო სამუშაოები ნამდვილად ჩატარდა, მაგრამ იაკობ გოგებაშვილის საფლავთან დაკავშირებით  მსგავსი შემთხვევა მათთან არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა – მათი უმრავლესობა სასულიერო პირებს ეხებოდა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

უთანხმებდა თუ არა ზურაბიშვილი გამოსვლის ტექსტს პატრიარქს – რა წერია გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის ფაილებში

როდის გეგმავდა პატრიარქი გადადგომას და ვინ გადააფიქრებინა – რა წერია სავარაუდოდ სუს-ის ფაილებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები