LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგებაშვილის “დედა ენა” სკოლებში ბრუნდება – პარლამენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა

a47bdb2ae5a99dc68185bc94a1d4224c_XL_5bfbe2338fb08

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც დედაენა კანონის დონეზე ხელშეუხელები გახდება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია, იაკობ გოგებაშვილის დედაენა ფორმალურ განათლებაში დაინერგოს და ბავშვებმა სწორედ ამ წიგნით ისწავლონ.

ამ მიზნით, დეპუტატები ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტრო შექმნის ექსპერტთა კომისიას. აღნიშნული კომისია, დედაენას, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, გრიფირებაზე წარსადგენად მოამზადებს. დედაენის გრიფირება სპეციალური წესით მოხდება და არა ზოგადით.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება ექსპერტთა კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ექსპერტთა კომისიაში წევრები წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს, ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა თუკი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას გადაამუშავოს წიგნი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები