რეჟისორი გოგა ხაინდრავა ვანო მერაბიშილთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრობს. როგორც ხაინდრავა ამბობს, მერაბიშვილი რუსეთის კაცი იყო და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას და თბილისს შორის მოლაპარაკებებს მიზანმიმართულად შლიდა.
ამის მომსწრე კი, სოზარ სუბარიც იყო, რომელიც სახალხო დამცველის პოსტს იკავებდა.
„ვანო მერაბიშვილი იყო პროვოკატორი. ის იყო რუსეთის კაცი. ის მიზანმიმართულად შლიდა მოლაპარაკების პროცესს, მიზანმიმართულად. ერთ-ერთი ფაქტის მომსწრე არის ბატონი სოზარ სუბარი, როგორც სახალხო დამცველი მაშინ“, – განაცხადა ხაინდრავამ.
2020 წლის 20 თებერვალს კი ყოფილი პრემიერი სანუკვარ სიტყვებს - მერაბიშვილი „სვეშჩამი“ - გაიგონებს.
მიშამ თქვა, დაისვენოსო, კალაძემ თვითონ უნდა გადაწყვიტოსო, მარგველაშვილმა - მართლა გამოდისო? - სად წავა მერაბიშვილი
ხაინდრავა იმასაც აღნიშნავს, რომ ცხინვალი თითქმის მზად იყო ავტონომიის საკითხის განხილვისთვის, თუმცა მერაბიშვილის ქმედებებმა პროგრესი უკან დახია.
არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე – ვანო მერაბიშვილი
„ამ ვაჟბატონმა გააჩერა გორიდან მიმავალი ავტობუსი.პირადად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით გადმოიყვანეს იქიდან 76 კაცი, ცემით მოკლეს გორის პოლიციაში. მოკლეს ცემით. სურათები გვქონდა ჩვენ, ფაქტები გვქონდა. ჩასვეს მერე ავტობუსში ეს ცემით მოკლული ხალხი. 16 წლის ბავშვი იყო ყველაზე პატარა და 61 წლის კაცი იყო უფროსი. გაუშვეს ცხინვალში, ნაცემი, დანგრეული ხალხი“, – განაცხადა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა