გოგა ხაინდრავა ჟურნალ „სარკესთან“ თავისი გახმაურებული პროექტის „ჰეროკრატიის“ შესახებ ვრცლად საუბრობს. რეჟისორის თქმით, ფილმში მონაწილე მსახიობებს ემუქრებიან.
„გავიგე, რომ მსახიობებს მუქარის ესემესებს უგზავნიან, როგორ გაბედე ამ ფილმში ამა და ამ როლის თამაშიო… მინდა მათ ვუთხრა: იქაც მივწვდებით, სადაც არიან“. – აღნიშნავს რეჟისორი.
გოგა ხაინდრავა ჟურნალისტთან საუბროსას გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მედიამ მისი ფილმი ძალიან ზედაპირულად განიხილა და არც ერთი სიღრმისეული ანალიზი არ მოუსმენია თავისი პროექტის შესახებ.
ჟურნალის რესპონდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მისი პროექტი „ჯიდიესმა“ დააფინანსა, თუმცა ზუსტად არ ამბობს, რამდენი დაჯდა მისი გადაღება, რადგან ბიუჯეტთან შეხება არ ჰქონია. „სარკის“ ინფორმაციით, ფილმის გადაღება, რომელიც 12 ეპიზოდისგან შედგება, 10 მილიონი ლარი დაჯდა.
„ჰეროკრატიის“ რეჟისორი ბიძინა ივანიშვილსაც ახსენებს და ამბობს: „ბატონი ბიძინა ერთხელ იყო ამ პატარა კინოსტუდიის სანახავად მოსული. იმ პერიოდში რამდენიმე კადრი მქონდა გადაღებული და ვაჩვენე, თუმცა არც სცენარში ჩარეულა არანაირად და არც გადაღების პროცესში“.