Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გოგა ხაჩიძის პარტიის 11 რჩევა მინისტრებს – „მერე ის მოდის, ხაჩიძემ ზღვა ორად რომ გააპო…“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ხაჩიძის პარტიის 11 რჩევა მინისტრებს – „მერე ის მოდის, ხაჩიძემ ზღვა ორად რომ გააპო…“

16

გოგა ხაჩიძის მიერ ჩამოყალიბებულმა ახალმა პარტიამ ორიგინალური სახელწოდებით „გირჩი“, გამოაქვეყნა 11 მოწოდება მინისტრებისთვის, რომელიც ასე გამოიყურება:

  1. არ იზარმაცო
  2. არ დანიშნო ნათესავი
  3. არ აიღო დაუმსახურებელი პრემია
  4. არ დაჩაგრო განსხვავებული
  5. პატივი ეცი თანამშრომლებს
  6. არ მოიპარო
  7. არ მოიტყუო
  8. არ გაურთულო ცხოვრება ადამიანებს
  9. იყავი თავმდაბალი
  10. არ გაფლანგო
  11. არ იარო ციმციმიანი შავი ჯიპით

„გირჩის“ მიერ გამოქვეყნებულ ამ 11 რჩევას სოციალურ ქსელში აქტიურად გამოეხმაურნენ, ბევერმა საკუთარი რჩევებიც გაამატა, ბევრმა უბრალოდ გააზიარა, ზოგიერთმა კი შემდეგი სახის კომენტარები დაწერა: „ხაჩიძე როგორ დადიოდა? არ დადიოდა ციმციმა შავი ჯიპით?“, „პირველი ათი შეასრულონ და უნდათ, ციმციმიანი შავი ჯიპებით იარონ და უნდათ, ტანკებით“, „ყოფილი მინისტრი როა თქვენთან, რამდენს ასრულებდა“, „გირჩი – „საკუთარი გამოცდილება გვალაპარაკებს“ დაგემატებინათ ბოლოში“, „ამის მერე ის მოდის, ხაჩიძემ რო ზღვა ორად გააპო? თუ კვერთხი რო იქცა ადეიშვილად?“ „12 – გახსოვდეს, შენ ხალხის მინისტრი ხარ და არა ბიძინასი, უსუფასი, მარგველასი, მიშასი და ჯონ კერისი“, „ველოდები „მამაო ჩვენოს“ გირჩისეულად“.

 

60f24110-c967-47c7-8e28-c7a5ee281e03

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები