ცნობილი ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოების ნაწილს,ექსპრეზიდენტის დასამცირებლად გათვლილი კადრები თვითკმაყოფილებით ავსებს:
„მე ვხედავ, როგორი თვითკმაყოფილებით აივსო ნაწილი იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვეს, რომელიც აშკარაა, რომ მის დამცირებაზეა გათვლილი. მე ვხედავ რევანშიზმით დამუხტულ ადამიანებს, რომლებიც ტკბებიან ამ კადრებით.
მე ვხედავ ნიშნისმოგებითა და აღტყინებით მოლაპარაკე ადამიანებს, რომლებიც მზად არიან უფრო მეტი ასეთი კადრი ნახონ, ვხედავ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც საკუთარი სამშობლოს პრესტიჟი ამ კადრებთან არ გააიგივეს.
ბოლოს და ბოლოს, მარხვაა და ქრისტეს მოსწავლეს ამის დავიწყება არ ეკადრება. და სამწუხაროდ, ცოტას ვხედავ ისეთს, რომელსაც ჰუმანიზმი გამოსავალი ჰგონია. არადა, რამდენი კარგი რამე გვასწავლეს სკოლაში, ეკლესიაში, ლიტერატურაში. რამდენი ნაწარმოები დაგვიწერეს დიდმა მწერლებმა. ასეთი კადრებით გული ვიჯეროთ? არ შეიძლება მეგობრებო, ისევე, როგორც სიძულვილი, შურისძიება.“ – წერს გოგა ჩანადირი Facebook-ზე.
ამავე თემაზე: