LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოეთეს ფერადი სამშობლო – მოგზაურობა ფრანკფურტში – „ბონ ვოიაჟი“

123
cover (1)

ფერადი, კოსმოპოლიტური, თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ნაზავი და ბოლოს და ბოლოს გოეთეს სამშობლო – ეს ფრანკფურტია, სადაც თქვენი მოგზაურობა ნამდვილად დაუვიწყარი იქნება, თუ რატომ, ამას რუბრიკა „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში გაგაცნობთ.

ფრანკფურტი ის ქალაქია, რომელიც სანახავად ნამდვილად ღირს თავისი უამრავი ღირსშესანიშნაობის, სტილისა და ფერადი გარემოს გამო. გაგაცნობთ იმ მნიშვნელოვან ადგილებს, რომლებიც აქ ვიზიტისას არ უნდა გამოტოვოთ:

ქალაქის მთავარი მოედანი რომერბერგი

აღფრთოვანდით შუა საუკუნეების არქიტექტურით და იგრძენით მისი ჯადოსნური ხიბლი ამ ლამაზ მოედანზე, რომელსაც რომერბერგი  ანუ “რომაული მთა”ჰქვია,სადაც ფერადი სახლები და ძველი მერიის შენობაა აღმართული. აქ ძველად ბაზრობები იმართებოდა,რომლის ტრადიციაც ამჯერად საშობაო პერიოდში გრძელდება. სწორედ რომერბერგი ითვლება ქალაქის გულად.

გოეთეს სახლ-მუზეუმი

რა თქმა უნდა ამ დიდებული მუსიკოსის საცხოვრებელი არ უნდა გამოგრჩეთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის აღადგინეს და ახლა მასში ორიგინალი ავეჯით, მხატვრობით და წიგნებით გაფორმებულ ნამდვილად შთამაგონებელ მუზეუმს იხილავთ.

მეინის კოშკი

თუ კი ამ ულამაზეს ქალაქს გსურთ ზემოდან დახედოთ ამისთვის მეინის კოშკზე ასვლა დაგეგმეთ. შენობის სახურავზე საჯარო გადმოსახედია მოწყობილი, სადაც ქალაქის ზედხედით დატკბებით. შეგიძლიათ ისარგებლოთ რესტორნითაც. ცათამბჯენის სახელი გერმანიის მდინარე მეინიდან მომდინარეობს. მასზე ასვლა ღამითაც შესაძლებელია,თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კოშკი გვიანობამდე მხოლოდ პარასკევსა და შაბათს მუშაობს.

მუზეუმების მოყვარულებს საინტერესო ჩამონათვალი ელით.

ხელოვნების მუზეუმი

საოცარი არქიტექტურის შენობა გამოჩენილი არტისტების ნამუშევრებს ინახავს,როგორებიც არიან: ენდი უარჰოლი, როი ლიხტენშტეინი, ფრენსის ბეკონი და მრავალი სხვა.

 სენკენბერგის მუზეუმი

ბუნების ისტორიის უდიდესი მუზეუმი,სადაც უზარმაზარი დინოზავრის ჩონჩხებიდან დაწყებული, ეგვიპტური მუმიებით დამთავრებული უამრავი საინტერესო ექსპონატი გელით, რომელიც ყველა ასაკის მნახველი შთაბეჭდილებებით ავსებს.

შტადელის მუზეუმი

თუ კი რემბრანტის, ვერმერის, გოიას, მონეს, დეგას, ბეკმანის და პიკასოს ნამუშევრების ნახვა გსურთ,ამისთვის ცნობილ შტადელის მუზეუმს ეწვიეთ. ის კინოს მუზეუმის გვერდით მდინარე მეინის გასწვრივ მდებარეობს მუზეუმების უბანში მდებარეობს.

ალტეს ოპერის სახლი

ოდესღაც ეს შენობა ქალაქის ოპერის თეატრი იყო, ახლა საკონცერტო დარბაზია, რომელიც მასპინძლობს მსოფლიოს უდიდესი კლასიკური მუსიკის წარმომადგენლებს. ოპერის სანახავად ტურისტულ ჯგუფებს ადგილზევე მასპინძლობენ,თუმცა თუ კი რომელიმე კონცერტზე დასწრება გსურთ თადარიგი ადრევე უნდა დაიჭიროთ. ოპერის შენობა ულამაზესი არქიტექტურისაა და ქანდაკებებით,საოცარი მოხატულობით და სვეტებით გამოირჩევა.

ეშენჰაიმერის კოშკი

ეს კოშკი მე-15 საუკუნეშია აგებული და ფრანკფურტის ძველი ქალაქის კედლის საუკეთესო ნიმუშია. 47 მ. სიმაღლის კოშკი მთელს უბანზე დომინირებს. დღეს აქ კაფე და შეხვედრის შეხვედრა ოთახებია განთავსებული. კოშკი დანგრევას გადაურჩა საფრანგეთის ელჩის, ჩარევის შედეგად. დღეს ის ფრანკფურტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.

წმინდა ბართლომეს კათედრალი

ღირსშესანიშნაობა,რომელიც ქალაქის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია. გოტიკური არქიტექტურა მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ბართლომეს კათედრალი ერთ-ერთი იმ რამდენიმე ეკლესიასიათაგანია ქვეყანაში, რომელსაც მიენიჭა საიმპერატორო ტაძრის სტატუსი. ნაგებობა 95 მეტრი სიმაღლისა და ის 13-14 საუკუნეებში აშენდა. შუა საუკუნეების მონასტრის საკათედრო მუზეუმში იხილავთ საოცარ ექსპონატებს მათ შორის: აღმოჩენები მე-7 საუკუნის გოგონას სამარხიდან. აპრილი ოქტომბრამდე მის კოშკზე ასვლა დაშვებულია. ამისთვის ვიზიტორებს 324 საფეხურის ავლა უწევთ ,თუმცა ხედები ამად ღირს.

გარდა შენობებისა და მუზეუმებისა ქალაქი უამრავი პარკითა და მწვანე ზონით გამოირჩევა. მოინახულეთ მთავარი ზოოპარკი. აქ 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის 4500-მდე ცხოველი ბინადრობს. გერმანიის რიგით მეორე უძველესი ზოოპარკი ცხოველთა ბრწყინვალე სახეობებს და მრავალფეროვან ფაუნას წარმოაჩენს. აქ ყველა ცხოველს საუკეთესო საცხოვრებელი პირობები აქვს შექმნილი. ზოოპარკში ხშირად ტარდება სხვადასხვა თემატიკის გამოფენები და ფესტივალები, ასე რომ, დროს სასიამოვნოდ გაიყვანთ.

ასევე ცალკე სანახაობაა 54 ჰექტარზე გადაჭიმული ულამაზესი და ქალაქის უდიდესი ბოტანიკური ბაღი. აქ დაგხვდებათ როგორც ეგზოტიკური ფლორა, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და ულამაზესი სათბურები. პალმენგარდენში მსოფლიოს 6000-მდე მცენარე იყრის თავს.  

და ბოლოს, რა თქმა უნდა ეწვიეთ მრავალფეროვანი ბაზრობებს,რომელიც ქალაქის სულსა და კულტურას უფრო მეტად გაგაცნობთ და გაზიარებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები