მთის კურორტების განვითარების კომპანია, გოდერძის სათხილამურო კურორტს 5 დეკემბერს ოფიციალურად გახსნის. როგორც ,,ფორტუნას’’ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიაში’’ განუცხადეს კურორტზე ორი სახის საბაგირო გონდოლას და ბაბლის ტიპის, ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან 2366 მეტრია.
კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლი, სადაც ჯამში 200 ადამიანის გამასპინძლებაა შესაძლებელი. სამომავლოდ, გეგმის მიხედვით, კურორტიმა ერთდროულად 7 ათასი დამსვენებლის მიღება უნდა შეძლოს.
გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. 2011 წელს საპროექტო სამუშაოებისთვის მთავრობამ ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო 2012 წლის განმავლობაში კურორტის მშენებლობაში 13 მილიონი ლარის ინვესტიცია