კურორტი აღჭურვილია ორი საბაგიროთი. გონდოლას და ბაბლის ტიპის ტრასების საერთო სიგრძე 8-კილომეტრია. ასევე , საწყის ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლი. ზამთრის კურორტის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრს აღწევს.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, ინვესტორების მხრიდან დაინტერესება უკვე არის და ძირითადად სასტუმროების მშენებლობით ინტერესდებიან.
კურორტის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. პროექტს კომპანია „გოდერძი რეზორთსი” ახორციელებს. კურორტის მშენებლობისთის ცენტრალური ბიუეჯეტიდან 23 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან,საბაგირო გზებისთვის ავსტრიის მთავრობისგან 10.9 მილიონ ევროზე მეტი შეღავათიანი სესხია გამოყოფილი.
სამომავლოდ დაგეგმილია, რომ კურორტი ერთდროულად 7 ათას დამსვენებელს მიიღებს.