კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო – ამ დროისთვის კურორტზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ახალი გზა საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ახალი საავტომობილო გზა კურორტზე ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ამ ეტაპზე კურორტ „გოდერძზე“ 150 მლნ ლარის 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება.
მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ „გოდერძზე“ 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. (სამუშაოებში 8 ადგილობრივია დასაქმებული). ახალი გზის მოწყობა 15 დღეში დასრულდება. პროექტი აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 755 555 ლარით ფინანსდება.
ამ დროისთვის კურორტის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროები, კოტეჯები, კაფეები, რესტორნები, სპორტულ–გამაჯანსაღებელი ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები, პიაცა „გოდერძი“ შენდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კურორტს 1300 განთავსების ადგილი დაემატება. კურორტზე 1000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.