LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე ფეხბურთის ნაკრების ახალ ფორმაზე: იქნებ ახლა წმინდა გიორგის მაისურმა უშველოს, ექსტრასენსები, ასტროლოგები და ჯადოს ოსტატები არ გაგვაგონოთ, ესენი ნაცადნი გვყვანან უკვე

96
რომან გოცირიძე 33

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეხბურთის ნაკრების ახალი ფორმისა და განახლებული ლოგოს შეფასებისას წერს, რომ მასზე წმინდა გიორგია გამოსახული.

მისი თქმით, „ამ ლოგოთი რომ ვერ მოიგებ თამაშს, ან ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი, ან სულაც გაბრაზებული შეიძლება იყოს ამ მკრეხელობით“.

„საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმაზე გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგი გამოსახეს.

წმინდა გიორგი ბოროტებასთან მებრძოლი რაინდია. ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია, რომელიც შუბით (ბურთით) კლავს ბოროტ მტერს(მოწინააღმდეგე გუნდს). ამ მაისურმორგებული ფეხბურთელი, სულაც რომ არ იყოს ნავარჯიშები, მოწინააღმდეგეს მაინც სძლევს.
ცხვრებს რომ კლავდნენ ეკლესიაში თამაშის წინ, ეს დრო გვახსოვს. მაშინ არ ისმინა ღმერთმა მათი ლოცვა.

იქნებ ახლა წმინდა გიორგის მაისურმა უშველოს.
ისე, ამ ლოგოთი რომ ვერ მოიგებ თამაშს, ან ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი, ანაც სულაც გაბრაზებული შეიძლება იყოს ამ მკრეხელობით.
შტატიანი მღვდელიც რომ აიყვანოს ფეხბურთის ფედერაციამ, არ იქნება ურიგო. ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ლარი ერიცხებათ ბიუჯეტიდან და ერთი მღვდლის შენახვა რა გახდა.

ექსტრასენსები, ასტროლოგები და ჯადოს ოსტატები არ გაგვაგონოთ. ესენი ნაცადნი გვყვანან უკვე.

ჰო, სტადიონის წინ, ისევე როგორც პარლამენტთან, ჯვრის დამონტაჟება არ დაავიწყდეთ.

საქართველოს ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ მოახლოებულ თამაშებში ლოგოთი თუ ლოგოს გარეშე. ატრიბუტიკაში ისინი არ ერევიან. ეს საფეხბურთო ჩინოვნიკების საქმეა“. – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები