მულტფილმი „გოჭი პეპა“(Peppa Pig) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მაღაზიებში იყიდება პეპას, მისი ძმის – ჯორჯის და მათი მშობლების ფორმის სათამაშოები, მაისურები, ჩანთები და სხვადასხვა ნივთი. მულტფილმის პერსონაჟები მხიარულები არიან, მშობლები – მოსიყვარულეები, ისინი მუდმივად ცდილობენ, შვილებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ. პეპას და ჯორჯს ყველა ბავშვისთვის მოსაწონი მხიარული ცხოვრება აქვთ.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სხვა ბევრი მულტფილმის მსგავსად, ფსიქოლოგების ნაწილს არც „გოჭი პეპა“ მოსწონთ.
ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ „გოჭი პეპა“ ბავშვებში აუტიზმის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს და საყვარელი გმირები სულაც არ არიან „საყვარლები“, პეპა კი თქვენს შვილებს საფრთხეს უქმნის.
კვლევის ავტორების თქმით, პეპა ძალიან უხეშია და მშობლები საჭიროზე მეტ დათმობაზე მიდიან მასთან ურთიერთობაში. ერთ-ერთ ეპიზოდში კი, პეპა და ჯორჯი მშობლებთან ერთად ალაგებენ საკუთარ სათამაშოებს. როგორც კი მშობლები ოთახიდან გადიან, პეპა და ჯორჯი ოთახში კვლავ არეულობას აწყობენ და ამის გამო იცინიან.
ფსიქოლოგების თქმით, პეპას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ძალიან უხეშია, არაადეკვატურად იქცევა, აკეთებს ყველაფერს, რაც უნდა, არ ითვალისწინებს სხვის აზრს და არ არის ტოლერანტული.
ბევრი მშობელი ჩივის, რომ მათი შვილები მუდმივად ბაძავენ პეპას და ჯორჯს. ზოგ ბავშვს სახლში მულტფილმის ყურება აუკრძალეს.