LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო

132
Capture36554154545

გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო. არჩევნები გასული წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის ცხრა წლის ვადით იქნება.

მასთან ერთად ფიცი ექვსმა მოსამართლემაც დადო, რომლებიც მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მოგვიანებით შეუდგებიან. ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს ჰააგაში წარმომადგენელი არ ჰყოლია.

“ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებმოსილების განხორცილებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.