„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნახევარფინალისთვის თბილისში გოჩა ჩერტკოევის მეუღლე, შორენა შვილთან, ლევანთან ერთად ჩამოფრინდა. ის „იმედის დღის“ შოუს სტუმრები იყვნენ. ლევანი მშობლების საგულშემატკივროდ და მხარდასაჭერად ჩამოჰყვა დედას.
როგორც შორენამ აღნიშნა, ფავორიტი არ ჰყავს და ელოდება საინტერესო ცეკვებს ნახევარფინალში, რომელიც დღეს გაიმართება. „ჩემი ფავორიტი იცით, ვინ არის? ვინც დამარწმუნებს ბოლომდე, რომ აქ უნდა იყოს და დავალებას ხუთიანზე მოიტანს. მე არ ვიქნები მკაცრი, არამედ ვიქნები სამართლიანი“.
როდესაც ტელეწამყვანებმა გოჩასა და შორენას შვილს კითხვა დაუსვეს, მან ინგლისურად ამჯობინა პასუხის გაცემა, რის გამოც მას დედამ შენიშვნა მისცა – „ქართულად, ხომ ვივარჯიშეთ ჩვენ?“
ამის შემდეგ ლევანმა დედას სთხოვა, მას მიხმარებოდა, რომ ქართულად აზრი ჩამოეყალიბებინა.