„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი „იმედზე“ 5 აპრილიდან დაიწყება. კულუარებში უკვე საუბრობენ იმ მონაწილეების შესახებ, რომლებიც მეწყვილე მოცეკვავეებთან ერთად, შოუში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, თუმცა ჯერჯერობით თავად შოუს ორგანიზატორები არც ერთი მონაწილის ვინაობას არ ამხელენ.
შოუს გოჩა ჩერტკოევი უხელმძღვანელებს. ის თბილისში ჩამოვიდა და ტელეკომპანია „იმედს“ კომენტარი მისცა.
„ახალი სეზონი ძალიან საინტერესო იქნება. მთელი ჯგუფი ველოდებით ამას. სულ ვამბობთ, რომ კარგი სეზონი იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ უკეთესი იყოს“ – განაცხადა აეროპორტში ჩერტკოევმა.
მისი განსხვავებული იმიჯი, ალბათ, ცოტას თუ აკვირვებს, მაგრამ როგორც მისი ახლანდელი იმიჯიდან ჩანს, და ის თბილისში ლურჯი წვერით ჩამოვიდა, ექსტრავაგანტურ „ლუქებს“ არც ახლა მოგვაკლებს.