ინდოეთში, გოას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლიმში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. მათ სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქართველებმა სახლიდან ნაღდი ფული და სხვადასხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს. დაკავებულების მანქანიდან ამოღებულია ელექტროსაფქვავებიჩაქუჩები და ჰიდრავლიკრული საჭრელები, რომლებიც სავარაუდოდ ასევე მოპარულია.
საქართველოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.