LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოაზე ჩასული ტურისტები ფოტოების გადაღებას ვეღარ შეძლებენ

154

გოაზე ჩასული ტურისტები ფოტოების გადაღებას ვეღარ შეძლებენ. საქმე ისაა, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებში ახალი აკრძალვა დააწესა. მაშველებმა 24 ლოკაციაზე ნიშანი – „No Selfie” და წითელი დროშა აღმართეს. ასეთი ზომების მიღება კი ბოლო დროს მომრავლებული უბედური შემთხვევების გამო გადაწყდა. წარმატებული კადრის გადაღების მცდელობისას არაერთი ტურისტი დაიღუპა, რამაც ფოტოგრაფია სერიოზულ საფრთხედ გადააქცია.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებს ადგილობრივებთანაც ქონიათ კონფლიქტი, რადგან ისინი მათ საშიშროების შესახებ აფრთხილებდნენ ხოლმე, ტურისტებს კი ეს ძალიან არ მოსწონდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები