LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GMP სტანდარტის გამო, 38-მდე საწარმომ საქმიანობა შეაჩერა – როგორია ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზი

69
ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, GMP სტანდარტის გამო, ამ მონაცემებით, 38-მდე საწარმოს საქმიანობის შეჩერება მოუწია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, სტანდარტის დაკმაყოფილება ყველას მოუწევს და საწარმოებისთვის რაიმე სახის შეღავათი არ იგეგმება.

“6-7 თვის წინ ყველა იმ კომპანიაში, სადაც ეს სტანდარტი მოეთხოვებოდათ, ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ. დიაგნოსტიკა ჩავატარებინეთ, ვის რა ტიპის დახმარება შეიძლება დასჭირვებოდა, როგორც პროცედურულ, ასევე – ფინანსურ ნაწილში. სურვილი რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა და მათთან შეხვედრებიც გაიმართა. შეუძლებელია, რომ GMP კიდევ გადავადდეს და ამის გადავადება განვიხილოთ, რადგან უხერხულია იმ ფონზე, როცა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ეს გამოიყენება. არაფერი განსაკუთრებული მოთხოვნა იქ არ არის.

ზოგადი, სტანდარტული მოთხოვნებია, რომელთაც ნებისმიერი კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. იმ ნაწილში, სადაც ჩვენ დახმარება შეგვიძლია – ტრენინგები და ა.შ, ამაში ისევ მზად ვართ, ბიზნესს დავეხმაროთ. წლის ბოლომდე აქვთ ვადა და სამწუხაროდ, ბევრი ვერ მოახერხებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სამწუხაროდ, მცდელობასაც ვერ ვხედავთ რომ ზოგიერთი კომპანია რამეს ცდილობდეს. ბევრ კომპანიას, სავარაუდოდ, გადავადების იმედად არაფერი აქვს გაკეთებული, რაც არ იქნება”, – ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

შეგახსენებთ: ფარმაცევტული საწარმოებისთვის GMP სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა, თუმცა პროცესი ეტაპობრივია. კერძოდ, სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება ბიზნესს 2022 წლის იმ კონკრეტული თვიდან წარმოეშვა, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. ამავე დროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე ჰქონდათ მიღებული. მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოეპოვებინათ. მთლიანად სექტორს ახალ სტანდარტებზე გადასაწყობად ვადა წლის ბოლომდე აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები