დამოუკიდებლობის დღისთვის გმირთა მოედნის სრული განახლება იგეგმება. როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, უკვე დაიწყო იმ ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც საპატიო ყარაული დგას. მთელ პერიმეტრზე მოხდება საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობა. გამოიცვლება ფილები. სამუშაოები 20 მაისისთვის დასრულდება.