LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გმირთა მოედანზე რამე უბედურება თუ მოხდა, მერე გვიანი არ იყოს”

48403391_2123885937669891_3253660691357237248_n

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ თბილისში, გმირთა მოედანზე, საგზაო მოძრაობის წესები მუდმივად ირღვევა.

მესხიშვილის განცხადებით, ესტაკადაზე სატვირთოების მოძრაობა აკრძალულია და ამ აკრძალვის შესაბამისი ნიშანიც დგას თუმცა, სატვირთოების მძღოლები საგზაო ნიშანს უგულებელყოფენ.

“გმირთა მოედნის ესტაკადის დასაწყისში დგას საგზაო ნიშანი “სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”(3.4). მაგრამ ესტაკადებზე სატვირთოების მოძრაობა ყოველდღიურ ამბად იქცა. და მერე, გვიანი არ იყოს რამე უბედურება თუ მოხდა,” – წერს დავით მესხიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები