23 აგვისტო გმირი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაბადების დღეა. მას დღეს 42 წელი შეუსრულდებოდა.
ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისის ღამეს, სამაშველო ოპერაციის დროს, 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
მუზაშვილი მოჭიდავე იყო. მისი ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად ზურაბის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმართება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
წელს ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი მეხანძრე-მაშველებთან ერთად დაესწრო.
ტურნირზე დაწესებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრიზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიან სპორტსმენს გადაეცა.