სამშობიარო სახლ „იმედის კლინიკაში“ მორიგი უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. რუსუდან მესხი მე-11 შვილის დედა გახდა. საინტერესოა, რომ მას რიგით მე-7 საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რაც მედიცინაში მართლაც უპრეცედენტოა.
რუსუდან მესხის მკურნალი ექიმი მაია მჭედლიძეა. ექიმის მიმართ მადლიერების პოსტს თავად რუსუდან მესხი აქვეყნებს:
„მთელი ცხოვრება უფლის მადლიერი ვიქნები, რომ თქვენს თავს შემახვედრა! თქვენი გაბედულობის, პროფესიონალიზმის, ადამიანობის, ღვთისადმი მინდობის და დიდი ჰუმანურობის დამსახურებაა, რომ მე დღეს თერთმეტი შვილის დედა მქვია. უღრმესი მადლობა ამ თავდადებისთვის, საოცარი ადამიანი ხართ და ძალიან დიდი ადგილი გიკავიათ ჩემს გულში ჩვენო ძვირფასო მაია ექიმო, მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ არსებობთ თქვენ, ვისაც შეიძლება თვალდახუჭული მიენდო, ვისთანაც შეიძლება აღელვებული მიხვიდე და ფსიქოლოგიურად დამშვიდებული წამოხვიდე. ღმერთმა აგავსოთ მადლით და წყალობით…
ქრისტეშობის მადლი გფარავდეთ ჩვენო უსაყვარლესო, უძვირფასესო და საიმედო ადამიანო, გვიყვარხართ ძალიან და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის!! – წერს რუსუდან მესხი.
11 შვილის დედას უამრავი ადამიანი ულოცავს: „გმირი დედა ხარ რუსუდან, 11 შვილით შეხვდი შობას“- ულოცავენ მას მეგობრები.