LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GMHC-მა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შეიმუშავა

97

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ (GMHC) ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შეიმუშავა.

„რეკომენდაციები და ფინანსური გათვლები ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის დიფერენცირებულ პროგრამებსა და სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიულ მომსახურებასთან დაკავშირებით“ ეფუძნება ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს, დარგის სპეციალისტების, ფსიქიატრიული სერვისების  მომხმარებლების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებს.

რეკომენდაციების მიზანია, ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმირებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისათვის თანამედროვე სტანდარტების შემუშავება–დანერგვას, სერვისის მომხმარებლების ფსოქოგანათლებას, კომუნიკაციისა და სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე ფსიქო-სოციალური სერვისების ორგანიზებას როგორც ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა თავშესაფრებში, ასევე სტაციონარებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში.

„ჩვენს მიერ მომზადებული რეკომენდაციები და თანდართული ფინანსური გათვლები დახმარებას გაუწევს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დაგეგმვაზე მომუშავე პასუხისმგებელ პირებს და ვიმედოვნებთ, რომ იგი ასახვას ჰპოვებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებში,“  – განაცხადა  GMHC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარინე კურატაშვილმა.

დოკუმენტი მომზადდა კონსულტაციის და ტრენინგების ცენტრის (CTC) პროექტის „ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციის მოდელების განვითარება საქართველოში“  ფარგლებში,  საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის (GMHC) მიერ, გერმანული  ფონდის „პური მსოფლიოსათვის“ ფინანსური მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები