ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბლეიკ ლაივლმა და რაიან რეინოლდსმა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ფონდი შექმნეს. მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ლინკი, რომელზეც მსურველებს თანხის გადარიცხვა შეეძლებათ. ფონდში ნებისმიერი ოდენობით შემოსულ თანხას წყვილი გააორმაგებს.
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინელი დევნილებისთვის საქველმოქმედო ფონდს ქმნიან
მათ წამოწყებას ჰოლივუდის მსახიობი, ჯენიფერ ენისტონიც შეუერთდა.
მან „ინსტაგრამ სთორიზე“ ფოტო გაავრცელა, რითაც საზოგადოებას დონაციისკენ მოუწოდებს.
„გმადლობთ… და შესრულებულია“ , – წერს მსახიობი.